17 მარტს, ზერტის საჯარო სკოლაში ჩატარდა შეხვედრა და განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
კოვიდ 19, მისი წარმოშობა, გავრცელება, პრევენცია და ა.შ. (რაზეც წინა შეხვედრებზეც ვისაუბრეთ)
ვაქცინაცია და ვაქცინა
მოხალისეებმა შეიძინეს მეტი ცოდნა ახალი კოვიდ 19-ის შესახებ და აგრეთვე, გაითავისეს ვაქცინაციის ცნება და ზოგადად ვაქცინის მნიშვნელობა პანდემიის პერიოდში. ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიასა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი ცოდნა, უნარები, გამოცდილება.