პროექტის დეტალი

კინო ჩვენება "დელფინი ბერნი"

გამოყვეყნების თარიღი: Oct 20, 2020
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

“Helping Hand” -ის პროექტის ფარგლებში მე და ჩემმა მეგობარმა მოხალისეებმა ლიზა არდაშელიამ და ნინო რამიშვილმა დიდი დიღმის მესამე მიკრო-რაიონში, მეხუთე კორპუსის სტადიონზე გავმართეთ კინო-ჩვენება ბავშვების გასახალისებლად. ინფორმაციის გასავრცელებლად დავბეჭდეთ პოსტერები და გავავრცელეთ ფლაერები, ასევე დავპოსტეთ უბნის ფეისბუქ ჯგუფშიც. გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეებს სკოლაში სიარული ისევ ონლაინ უწევდათ და ამის გამო ყველა დასტრესილი იყო, გადავწყვიტეთ აგვერჩია ისეთი ფილმი, რომელიც მათში მხოლოდ კარგ ემოციებს დატოვებდა და „დელფინი ბერნი“ ავარჩიეთ, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ცხოველების სიყვარულსა და სიკეთის კეთებაზე. ფილმის ჩვენებამდე 6-16 წლის ბავშვებს გავაცანით ჩვენი თავი,მიზანი და ავუხსენით მოხალისეობის მნიშვნელობა


კინო ჩვენება
პროექტის ავტორი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0