პროექტის დეტალი

ქართული ცეკვები ელენესგან - Georgian dance by Elen

გამოყვეყნების თარიღი: Oct 22, 2020
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

მე ვარ ელენე ქირია, 15 წლის. ვცხოვრობ ქ. ზუგდიდში.
მიყვარს აქტიური ცხოვრება, თუმცა 2020 წლის კარანტინულმა პერიოდმა ყველანაირი აქტივობები გვერდზე გადაგვადებინა და გვაიძულა სახლში დავრჩენილიყავით.
დამეთანხმებით, კრეატიული გონება გამოსავალს ყველაგან პოულობს, შესაბამისად სახლში უსაქმურად ყოფნას ვამჯობინე თან ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა და თან ხალხს დავხმარებოდი მძიმე კარანტინული პერიოდის გადატანაში.
მე 11 წელია ქართულ ნაციონალურ ცეკვებს ვცეკვავ, ანსამბლ "იგრიკაში". თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მის გარეშე ისე ვარ, როგორც კალათბურთის მოედანი ფარის გარეშე. 
მოკლედ, შევქმენი ფეისბუქ გვერდი "Georgian dance by Elen - ქართული ცეკვები ელენესგან ". ასევე, იუთუბ (Elene Qiria) და ინსტაგრამ გვერდები. სადაც ვდებ ქართული ცეკვის ვიდეო გაკვეთილებს. მინდა გითხრათ, რომ პირველი იყო ჩემი გვერდი მსგავსი კონტენტით, ამიტომაც ქართული ცეკვის გულშემატკივრები მალევე მოიზიდა.
ძალიან თბილი მესიჯები მომივიდა. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგად ვხსნიდი და ჩემი ცეკვაც ძალიან მოსწონდათ.
დღესაც დიდი აქტიურობაა გვერდებზე, რაც ძალიან მახარებს!
კიდევ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვაპირებ, ამიტომაც გამომყევით ინსტაგრამზე @Elene_Qiria , რათა შეიტყოთ სიახლეები პირველმა


ქართული ცეკვები ელენესგან - Georgian dance by Elen
პროექტის ავტორი
სამეგრელო ზემო სვანეთი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მოგესალმებით !მე ვარ ელენე ქირია,  15 წლის. ძალიან მომწონს აქტიური ცხოვრება და ჩემი კრეატიული გონებით, საინეტესო პროექტების განხორციელებას ვაპირებ.დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი პროექტები დიდ მოწონებას დაიმსახურებს. განაგრძეთ კითხვა