პროექტის დეტალი

კამპანია " აჩუქე წიგნი მას ვისაც არ აქვს".

გამოყვეყნების თარიღი: Jun 18, 2022

პროექტის აღწერა

კაზრეთის ნმერ პირველი სკოლის პელფინგ ჰენდის და ეკოკლუბის გუნდმა მოაწყო კამპანია "აჩუქე წიგნი მას ვისაც არ აქვს". ამ კამპანიის ფარგლებში ეკოკლუბის და ჰელფინგ ჰენდის წევრებმა, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეაგროვეს წიგნები იმ მოსწავლეებისათვის ვისაც არ აქვს საშუალება შეიძინოს წიგნები, სხვა თანატოლების მსგავსად. ამიტომაც რამოდენიმე დღის განმავლობაში მოვაგროვეთ წიგნები დავახარისხეთ ასაკის მიხედვით და შემდეგ გადავეცით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. ამასთანავე წიგნების გარკვეული ნაწილი გადაეცათ ინკლუზიური დღის ცენტრის ბავშვებსაც.
ჩვენი მიზანი იყო ის ,რომ ხელი შეგვეწყო განათლების განვითარებისტვის და ამასთანავე გაგვეხალისებინა ჩვენი თანატოლების ყოველდღიური ცხოვრება ამ პატარა ჟესტით. ამასთანავე მიზნად დავისახეთ რომ შეგვეყვარებინა სხვებისთვისაც წიგნებისა და კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა და ვიმედოვნებთ რომ კიდევ მეტ მსგავს აქტივობას ჩავატარებთ მომავალშიც.


პროექტის ავტორი
, ქვემო ქართლი