პროექტის დეტალი

კამპანია" აჩუქე წიგნი მას ვისაც არ აქვს".

გამოყვეყნების თარიღი: Jun 17, 2022

პროექტის აღწერა

კაზრეთის ნომერი პირველი საჯარო სკოლის ჰელფინგ ჰენდის და ეკო კლუბის გუნდმა მოაწყო კამპანია "აჩუქე წიგნი მას ვისაც არ აქვს." ამ კამპანიის ფარგლებში ეკოკლუბის და ჰელფინგ ჰენდის წევრებმა, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეაგროვეს წიგნები იმ მოსწავლეებისთვის ვისაც არ აქვთ საშუალება შეიძინონ ახალი წიგნები, სხვა  თანატოლების მსგავსად. ამიტომაც რამოდენიმე დღის განმავლობაში მოვაგროვეთ წიგნები დავახარისხეთ ასაკის მიხედვით და შემდეგ გადავეცით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. ამასთანავე წიგნების გარკვეული ნაწილი გადაეცათ ინკლუზიური დღის ცენტრის ბავშვებსაც.

ჩვენი მიზანი ამ აქტივობით იყო ის რომ, ხელი შეგვეწყო განათლების განვითარებისთვის და ამასთანავე გაგვეხალისებინა ჩვენი თანატოლების ყოველდღიური ცხოვრება ამ პატარა ჟესტით. ამასთანავე მიზნად დავისახეთ, რომ შეგვეყვარებინა სხვებისთვისაც წიგნებისა და კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა და ვიმედოვნებთ რომ კიდევ მეტ მსგავს აქტივობას ჩავატარებთ მომავალში.


პროექტის ავტორი
, ქვემო ქართლი