პროექტის დეტალი

ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო პანკისის ხეობაში

გამოყვეყნების თარიღი: Feb 11, 2021

პროექტის აღწერა

პანკისის ხეობაში ერთ-ერთი ეკოლოგიური გამოწვევა ეს არის გარემოს დანაგვიანება, მოსახლეობაში დაბალია სუფთა და ჯანსაღი გარემოს კონცეფციის შესახებ ცოდნა, არ ხდება მოსახლეობის მიერ დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედების სათანადო აღქმა და შეფასება. ხეობის უმეტეს სოფლებში, განსაკუთრებით კი მდ.ალაზნის ნაპირებზე დიდი რაოდენობით მოიპოვება პოლიეთილენის და პლასტმასის ნარჩენები, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ნარჩენების ნაწილი ჩაედინება ალაზანში და აბინძურებს მდინარეს, რაც არღვევს ეკოლოგიურ ჯაჭვს. ჩემი მოხალისეობრივი პროექტის მთავარი მიზანია ჯანსაღი გარემოს პოპულარიზაცია პანკისის ხეობაში, მოსახლეობის  ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით და მათი მოტივირება, რათა თავადვე შეიტანონ წვლილი ასეთი სუფთა გარემოს შექმნაში და აღკვეთონ თავიანთი მავნე ზეგავლენა გარემოზე. პროექტის განმავლობაში მოვახდენთ პანკისის ხეობის სოფლებში გასვლებს, გავასუფთავებთ გარემოს  და სოფლის ახალგაზრდებს ჩავრთავთ ჩვენს საქმიანობაში, რათა თავადვე აქციონ ეს ქმედება ჩვევად, ასევე შევხვდებით სოფლის მაცხოვრებლებს და მივაწვდით ინფორმაციას მათი მავნე ზემოქმედების შესახებ გარემოზე. პროექტის ფარგლებში დამზადდება პოსტერები და მათი გაკვრა მოხდება სოფლის ცენტრებში.


პროექტის ავტორი
, კახეთი

მე ვარ ბექხან უმარაშვილი, 23 წლის. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე.  ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო პანკისის ხეობის სამოქალაქო სივრცეში მიმდინარე სოციალური აქტივობებში. ჩემი კროს-კულტურული გამოცდილება, რ... განაგრძეთ კითხვა