პროექტის დეტალი

ინგლისური მარტივად

გამოყვეყნების თარიღი: Apr 26, 2024

პროექტის აღწერა

დიდი ხნის წინ გამიჩნდა იდეა სკოლაში განმეხორციელებინა ისეთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხელი შეეწყობოდა სკოლის მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებასა და ხარისხიან განათლებას. სწორედ ამიტომ სკოლაში დავაარსე კლუბი ,,ინგლისური მარტივად” რომლის ფარგლებშიც კვირაში ორჯერ ვიკრიბებით და მათ ვეხმარები ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში, რა თქმა უნდა სახალისო აქტივობების დახმარებით. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ჩემი მოსწავლეები ძირითადად უმცროსკლასელები არიან, რადგან მიმაჩნია, რომ დაინტერესება და ცნობიერების ჩამოყალიბება სწორედ პატარა ასაკიდან იწყება. მოსწავლეებთან ერთად წავიკითხეთ ,,the prince and the pauper” -ის მოკლე და შედარებით მარტივი ვერსია, რომლის შემდეგაც ბევრი ვიმსჯელეთ, განვიხილეთ, ჩაიწერეს უცხო სიტყვები. აქტივობა მეტად სახალისო რომ ყოფილიყო გადავწყვიტეთ დაგვეხატა უფლისწული და მათხოვარი, თუ როგორ გავაფორმებდით წიგნის ყდას ჩვენი ინსპირაციით. ძალიან სახალისო, შემეცნებითი და საინტერესო გამოვიდა.