პროექტის აღწერაჩვენ გვსურს, სოფ.ასკანაში შევქმნათ მოხალისეთა ახალგაზრდული გაერთიანება რომლებიც თემის განვითარებისთვის მოხალისეობრივ საქმიანობებებს აქტიურ რეჟმში განახორიციელებენ. ჩვენ გვჯერავს, რომ მოხალისეები არიან ის ადამიანები, რომლებასაც შეუძლიათ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება და სწორედ ამისთვის მოხალისეობის პოპულარიზაციის მიზნით და თემში სასიკეთო ცვლილებებისთვის, სოფ.ასკანის სკოლის მოსწავლეებში ჩამოვაყალიბებთ ახალგაზრდა მოხალისეთა ცენტრს.ცენტრი თვითგანვითარების შესაძლებლობას მისცემს როგორც მოხალისეებს ისე ბენეფიციარებს. აქ გაერთიდანდებიან ის ბავშვები, რომლებსაც სურთ გახდნენ აქტიური მოხალისეები ამავდროულად დაეხმარონ სხვებსაც პიროვნული უნარ-ჩვევების გაღრმავებაში. ჩვენი მიზანია, ჩვენს თემში სადაც მოხალისეობის პრაქტიკა არ არსებობს მოვახდინოთ მოხალისეობის პოპულარიზაცია და მოხალისეობრვი კულტურურის დანერგვა. მოხალისეთა ცენტრი გახდება ადგილი, რომელიც ეცდება, სკოლას და სკოლის ბენეფიციარს მუდმივად საინტერესო სიახლეები შესთავაზოს. რესურსცენტრი ყველასთვის ღია იქნება და ყველა ბავშვისთვის იფუქციონირებს.