პროექტის დეტალი

გარემოსდაცვითი განათლება

გამოყვეყნების თარიღი: Feb 21, 2024

პროექტის აღწერა

სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში, მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა X კლასის მოსწავლეებთან. ჩემს თანაკლასელებს გავუზიარე ინფორმაცია: გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე, თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, როგორ შეიძლება კლიმატის ცვლილებამ გავლენა მოახდინოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე? შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელეთ: ტყის დაცვის მნიშვნელობაზე და საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარემოზე ზრუნვა კარგად უსვამს ხაზს ადამიანის პიროვნებას და რომ გარემოზე ზრუნვა ყველაფერ ამის გარდა, უბრალოდ კარგ განწყობაზე გვაყენებს. გარემოს დეტალებზე დაკვირვება კიდევ ერთხელ ცხადად გვაჩვენებს, თუ რამხელა სიმდიდრე გვაქვს ხელის გულზე, მაგრამ, ამავდროულად, დაგვაფიქრებს იმაზეც, რომ მისი განადგურება სავალალო იქნება ყველასთვის.

მოსწავლეებმა გააზიარეს  თავიანთი გამოცდილება გარემოსდაცვითი მიმართულებით და საინტერესო პრაქტიკული მაგალითების ფონზე კიდევ ერთხელ ავღნიშნეთ ეს მოფლიო დღე.








პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა