პროექტის დეტალი

განათლების ჯაჭვი

გამოყვეყნების თარიღი: Jul 19, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 21 Sep, 2026 - 21 Feb, 2027 ჩართული მოხალისეები: 15 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ყველა ბავშვს, სწავლის განმავლობაში ექმნება მასალის მარტივად გაგებისა და ათვისების პრობლემა. ამ პრობლემას მათ მშობლები რეპეტიტორის აყვანით უჭრიან. სამწუხაროდ ზოგ ბავშვს არ აქვს საშუალება იაროს დამატებით წრეზე. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან მიუსაფარი ბავშვები. მათთვის სწავლის ერთადერთი წყარო სკოლაა, სადაც ხშირად ახსნილი, ძალიან რთული გასაგებია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ მიუსაფარი ბავშვებისთის გავაკეთოთ 6 თვიანი სასწავლო კლუბი. ავიყვანთ მოხალისეებს, ბავშვებს ვკითხავთ თუ რომელი საგანი ან საგნები უჭირთ ყველაზე მეტად, შემდეგ კი მოხალისეების დახმარებით მოვამზადებთ მათ ამ საგნებში, კვირაში ერთხელ. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ბავშვებისთის, რადგან განათლების მიღება, ყველაზე ძვირფასი რამაა ადამიანის ცხოვრებაში და ამას ყველა იმსახურებს.



პროექტის ავტორები არიან, ქეთევან ღონღაძე და ანა გურჩიანი