პროექტის დეტალი

,,გაიფერადე ცხოვრება”

გამოყვეყნების თარიღი: Oct 12, 2020
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

პროექტის ,,გაიფერადე ცხოვრება” მიზანია მიუსაფარი ბავშვებისათვის პრობლემების შემსუბუქება, რომლებიც კოვიდ-19-მა გამოიწვია. გვსურს ვაგრძნობინოთ მათ, რომ ისინი ასეთ რთულ პერიოდში მარტო არ არიან და ჩვენ მათთან ვართ. ჩვენი მიზანია, რომ ხელოვნების საშუალებით მათ პანდემიით გამოწვეული სტრესი შევუმსუბუქოთ, ამისთვის კი ხელოვნებითი თერაპია გამოვიყენოთ; ვესაუბროთ მათ და ხელოვნება გავხადოთ ჩვენი შუამავალი მათთან საუბრისას. Covid-19-ის მიერ შექმნილი სიტუაციის გამო მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში შემოიღეს სხვადასხვა შეზღუდვები, რის გამოც ბავშვებს არ ჰქონდათ მათი უნარ-ჩვევების განვითარების საშუალება და დაეკარგათ განვითარების მოტივაცია, ჩვენი პროექტი კი ერთგვარი პასუხია ამ პრობლემაზე.


,,გაიფერადე ცხოვრება”
პროექტის ავტორი
თბილისი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მოხალისეობა ნიშნავს უანგაროდ აკეთო საზოგადოებისთვის კეთილი საქმე და ამის სურვილი თითოეულ ჩვენგანს აქვს. დიდ სიამოვნებასთან ერთად მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულების დროს იძენ მრავალმხრივ გამოცდილებასა და მეგობრებს, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან... განაგრძეთ კითხვა