22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დედოფლისწყაროს ნომერი პირველი საჯარო სკოლის მოხალისეებმა გადაწყვიტეს დაესუფთავებინათ ქალაქში მდებარე "ქოჩების ტბის" ტერიტორია. მათ ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა რეკრეაციული ზონის მომავალში აღქმა და ნახატზე გადმოტანა, ტერიტორიის დასუფთავება და სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშებით გართობა.