მიმდინარე სასწავლო წელს, ნიგვზარის საჯარო სკოლაში, ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავად, ცნობილი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰაინრიხ ბიოლისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო დავაორგანიზე. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები გაეცვნენ მწერლის ბიოგრაფიას, წაიკითხეს და განიხილეს ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობა - "ჩემი ნაღვლიანი სახე", ერთად ვიმსჯელეთ პიროვნების ბედზე დიქტატორული მმართველობის პირობებში, გავავლეთ პარალელები ქართულ ლიტერატურასთან.