პროექტის დეტალი

ერთად აჩისთვის

გამოყვეყნების თარიღი: Nov 28, 2024 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

   ამ რამდენიმე წლის წინათ, ჩვენი სკოლის, სსიპ 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლე აჩი ჯავახიშვილი ავტოავარიაში მოყვა.
    ამაღლების დღესასწაულზე, შინ მიმავალ აჩის, რომელიც დიღმის გადასასვლელით სარგებლობდა , დიდი სიჩქარით დაეჯახა უპასუხისმგებლო ადამიანი. აჩიმ მიიღო თავის ტვინის და ოთხივე კიდურის დაზიანება, აგრეთვე ჭრილობები მთელს სხეულზე. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მკურნალობა კი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ჩემი და ჩემი კლასელების ინიციატივით სკოლის მაშტაბით შევაგროვეთ ფული აჩის დასახმარებლად.ამრიგად, მთელმა სკოლამ შევიტანეთ ჩვენი პატარა წვლილი ჩვენი საყვარელი აჩის გადასარჩენათ.