პროექტის დეტალი

დღის ცენტრები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2022

პროექტის აღწერა

ჩამოვაყალიბე დღს ცენტრების კლუბი ნია კაპანაძესთან ერთად,ჩავატარეთ საორგანიზაციო შეხვედრა ახალ მოხალისეებთან ავუხსენით რა იყო მოხალისეობა და რას ნიშნავდა დღის ცენტრებში მოხალისეობა.დავუკავშრდით სხვა და სხვა დღის ცენტრს ვეცადე რომ არა მარტო თბილისში ყოფილიყო ეს კლუბი არამედ სხვა რეგიონებსაც შეხებოდა და შეძლებისდაგვარად მოვიპოვეთ რეგიონის დღისცენტრების ნომრები:გარდაბნის რაიონ სოპელ მარტყოფში,ახალციხეში,ვანში და ეხლაც ვცდილობ რომ მათთან მქონდეს მუდმივი კონტაქტი.ყოველკვირულად თბილისის მოხალისეებთნ ერთად დავდიოდით დღის ცენტრებში მათ ვუკითხავდით წიგნებს,ვუყვებოდით ჩვენზე,ვეხმარებოდით სახელოსნოებში,დავდიოდი მათ გამოფენებზე სადაც მთელი დღის მანძილზე ვეხმარებოდი,ვცეკვავდი და ვმღეროდი მათთან ერთად,მათთვის მიგვქონდა ტანსაცმელი ,ვასუფთავებინებდით ეზოს და როგორც მათ უხაროდათ ჩვენი იქ მისვლა მეც უბედნიერესი ვიყავი მათთან ურთიერთობით.


პროექტის ავტორი
, თბილისი