პროექტის დეტალი

დედაენის დღე

გამოყვეყნების თარიღი: Apr 26, 2024

პროექტის აღწერა

14 აპრილი დედაენის დღეა! ახაშენის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის წევრი ვარ, ამიტომ, გადავწყვიტე, დამეორგანიზებინა პროექტი, რომელიც გააღრმავებდა ბავშვების ცოდნას და გაზრდიდა ცნობიერების დონეს დედაენასთან დაკავშირებით, რადგან დღესდღეობით, სამწუხაროდ ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში დავხატეთ ნახატები, გავაკეთეთ კედლის გაზეთები, რათა ბავშვების დაინტერესება კიდევ უფრო გაზრდილიყო ვიზუალური მასალის დანახვისას. კლუბის შეხვედრაზე წარმოვადგინე პრეზენტაცია და ვუამბე მათ ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ. შემდეგ გავმართეთ დისკუსია, ვიმსჯელეთ და ამ დღესთან დაკავშირებით თვითონაც დაწერეს საკუთარი მოსაზრება. ძალიან საინტერესო, სახალისო და პროდუქტიული აქტივობები გამოვიდა.