პროექტის დეტალი

დედაენის დღე

გამოყვეყნების თარიღი: Apr 12, 2024

პროექტის აღწერა

ქ.ვალის N1 საჯარო სკოლაში ჩავატარეთ ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით, რომელშიც IX, Xკლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.
წარმოდგენილი მქონდა საინფორმაციო პრეზენტაცია დედაენის დღის დაარსებასთან და მის იდეოლოგიასთან დაკავშირებით, IX კლასის მოსწავლეს წარმოდგენილი ჰქონდა პოსტერი. ასევე გვქონდა სახალისო აქტივობა სახელწოდებით "არა ბარბარიზმებს", სადაც მოსწავლეებს ვეუბნებოდი ბარბარიზმულ სახელწოდებებს, როგორიცაა "ფეჩი" და ისინი მპასუხობდნენ ამის ქართულ შესატყვისს.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქართული, სამოქალაქო და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები, რომლებმაც მოსწავლეებს გაუზიარეს ინფორმაცია დედაენის დღესთან დაკავშირებით. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებთან ერთად შევქმენით 2 კედლის გაზეთი, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ნება სურვილით დახატეს და დაწერეს ის, რაც მათთვის ასოცირდებოდა დედაენის დღესთან. კედლის გაზეთი განვათავსეთ სკოლის დერეფანში.
სასიამოვნო მუსიკებისა და ისტორიების ფონზე ავღნიშნეთ 14 აპრილი, დედაენის დღე.










პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა