დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებს ჩავუტარეთ საგანმანათლებლო შეხვედრა, რათა აგვემაღლებინა მათი ცნობიერება დაუნის სინდრომის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში წარვადგინეთ პრეზენტაცია, სადაც განვიხილეთ ამ სინდრომის ძირითადი მახასიათებლები, ადამიანების შესაძლებლობები და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა. ასევე ჩავატარეთ ინტერაქტიული აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს და სვამდნენ საინტერესო კითხვებს. შეხვედრის ბოლოს შევაჯამეთ მიღებული ცოდნა და კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება თანასწორობისა და ინკლუზიის მნიშვნელობაზე.