
მოხალისეებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა გარემოს დასუფთავებაში და გავერთიანდით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებელ აქციაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღე ჩვენთვის, რადგან ვიგრძენით, რომ ერთიანი ძალით შეგვეძლო თუნდაც პატარა ცვლილების მოხდენა.
ლისის ტბა — ის ადგილია, რომელიც ყველასთვის ძვირფასია. ამ აქციით ჩვენ გვსურდა გამოგვეხატა ჩვენი სიყვარულის და პატივისცემის გრძნობა ბუნების მიმართ. მთელი გულით ვმუშაობდით ბუნების დასახმარებლად. მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანების მიერ "შექმნილი" ნაგავსაყრელი დაგვხვდა. რასაკვირველია, ბოლომდე ვერ დავასუფთავეთ, თუმცა შესამჩნევი ცვლილება მოვახდინეთ.
ჩვენი მთავარი მოტივაცია და მიზანი ის იყო, რომ ბუნებას კვლავ ჰქონოდა საშუალება წარმოეჩინა თავისი სილამაზე. როგორც ამ ქალაქში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა,ვთვლი,რომ შევძელით მისი დაცვა და ერთგულება.
ეს იყო გამოცდილება, რომელიც გულიდან მოდიოდა და სიყვარულით სავსე მოგონებად დაგვრჩა.
ეს აქტივობა განთავსდა ჰელფინგ ჰენდის მთავარ გვერძე-https://www.facebook.com/share/p/12JsrPNPfDh/
(P.s აქტივობის ზუსტი დრო: 15 მარტი, 11:00- 14:00. ჯამში 3 მოხალისეობრივი საათი. ამ აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.)