






ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით მოხალისეებმა რამდენიმე აქტივობა დაგეგმეს და ეტაპობრივად განახორციელეს. ვინაიდან მოსწავლეები ლაფანაანთკარის თემის სხვადასხვა სოფლებიდან არიან,ყველამ თავისი საცხოვრებელ არეალთან არსებული ტყის,ველ-მინდვრების ,ხევების,გზის პირების დათვალიერება გადაწყვიტა. მათ ფოტო ობიექტივში უამრავი საინტერესო მცენარე მოხვდა,რომელთა ამოცნობა სხვადასხვა მეთოდებით შეძლეს. გარდა ამისა სკოლის ეზოში შეარჩიეს ტერიტორია და ერთი საათის განმავლობაში დააკვირდნენ 1კვ.მ-ზე რამდენი სახის მცენარე და მწერი მოიყრიდა თავს.
აგრეთვე, აღნიშნლ დღესთან დაკავშირებით მოხალისეებმა უხუცესებთან შეაგროვეს ინფორმაცია სოფელში არსებულ სხვადასხვა ლანდშაფტთან დაკავშირებით,რომელსაც მოსახლეობა ძველი დროიდან დღემდე მისანიშნებელ/საორიენტაციო ადგილად იყენებს. უმრავლესობის სახელწოდება ფლორა-ფაუნის ელემენტების გამოყენებითაა შექმნილი,რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ საკუთარ სამკვიდრო ადგილ-მამულებს. სოფლებში ამგვარი ,,მიკერძოებული" ტოპონიმიკა/ონომასტიკა ხშირად გვხვდება თემის სოფლების ტოპოგრაფიული რუკების შედგენის დროს,რომელიც აადვილებს ადგილის აღქმას.
გარდა ამის მოხალისეებმა რამდენიმე წევრი დარეგისტრირებულია ტრენინგზე-,,ბიომრავალფეროვნების დაცვა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში"რომელიც 24 მაისს ჩატარდება. საინტერესო ინფორმაციას მსმენელები თანაგუნდელებს დეტალურად გააცნობენ.