სკოლა "ლომისში" მიმდინარეობდა საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კამპანიაში, სახელწოდებით "არა ძალადობას! ძალა უფლებას!". კვირეულს ორგანიზებას უწევდა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და მოხალისეობრივი გუნდი Attivo.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ვებინარი, თემაზე -"ბულინგი", დაბალკლასელი მოსწავლეებისათვის.
სფიქერი გახლდათ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ხაშურის პოლიციის კაპიტანი - მაიკო წკრიალაშვილი
ვებინარი ჩატარდა ონლაინ პლათფორმა Zoom-ის საშუალებით.