პროექტის დეტალი

ამბროლაური

გამოყვეყნების თარიღი: Nov 22, 2022 ჩართული მოხალისეები: 10 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხალისეობრივ საქმიანობას ვეწეოდი 2
არასათავრობო ორგანიზაციაში (Racha Youth Bank-ში და Youth Assembly of Racha-ში) და
ამბროლაურის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში. ასევე მოხალისეობრივად
ორგანიზება გავუწიე ორ დასუფთავების აქციას.
Racha Youth Bank-ში ამ წლის ნოემბრამდე მოხალისეობრივად ვიყავი ფინანსური
მენეჯერი, ხოლო ახლა ჩემს ცოდნას ვუზიარებ ახალ წევრებს. Ამ პერიოდის
განმავლობაში ამბროლაურში ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელშიც 100-მა ადამიანმა
მიიღო მონაწილეობა. ამის საშუალებით გამოვკვეთეთ 3 პრობლემა, რომელთა
მოგვარებაც ახალგაზრდების ჩართულობით იყო შესაძლებელი და მათზე გამოვაცხადეთ
საგრანტო კონკურსი. ინფორმაციის გავრცელების მიზნით პრეზენტაციები ჩავატარეთ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში და ასევე გავმართეთ ონლაინ
საინფორმაციო შეხვედრებიც. შედეგად კი დავაფინანსეთ მოსწავლეების 4 პროექტი და
ვაწარმოებდით მათ მონიტორნგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებოდით მათ
იდეების განხორციელებაში.
Youth Assembly of Racha არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წევრი უკვე 6 თვეა
რაც ვარ. ის დაკომპლექტებულია რაჭველი ახალგაზრდებით, რომელთაც სურთ
საკუთარი რეგიონის უკეთესობისკენ შეცვლა. ამ პერიოდის განმავლობაში გავიარე
მუნიციპალური თვითმართველობის და ბიუჯეტის წერის ტრენინგები,რის შემდეგადაც
რაჭაში კვლევის შედეგად გამოკვეთილ პრობლემატურ საკითხებზე მოვამზადეთ
ამბროლაურის მერისთვის წარსადგენი 3 ინიციატივა. ახლა კი ვცდილობთ, რომ მოხდეს
მათი შემდეგი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
ამბროლაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო განახლებული სახით უკვე 6
თვეზე მეტია რაც არსებობს და მეც მისი ერთ-ერთი წევრი ვარ. საბჭოს წევრების მერთან
Შეხვედრები ყოველთვიურად იმართება და მათ განმავლობაში ვეცნობით მერიის
სამსახურების მუშაობას. ასევე ჩვენ ვცდილობთ, რომ დავაკვირდეთ ჩვენს ირგვლივ
არსებული ადამიანების საჭიროებებს, განვსაზღვროთ მათი პრობლემები და შემდეგ,
შეხვედრებისას ამბროლაურის მერს წარვუდგინოთ მათი გადაჭრის გზები.
ივნისის თვეში მოხალისეობრივად ორგანიზება გავუწიე ორი დასუფთავების აქციას,
რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლის
მოსწავლეებმა და ჩემმა მეგობრებმა. ამ იდეის განხორციელებაში დამეხმარა მერიის
სამსახური. მათ გადმოგვცეს ხეთათმანები, სანაგვე პარკები და გამოგვიყვეს ნაგვის
გადამზიდი მანქანა.