პროექტის დეტალი

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი და მხარდაჭერა მოსწავლეებს

გამოყვეყნების თარიღი: Sep 17, 2026 პროექტის განხორციელების პერიოდი: 14 Sep, 2026 - 17 Sep, 2026 ჩართული მოხალისეები: 9 მოხალისეობრივი საათი: 9
პროექტი

პროექტის აღწერა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს გუნდთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-საგანმანათლებლო აქტივობა განვახორციელეთ.

მოხალისეები ვესტუმრეთ წყალტუბოელ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, პირადად მივულოცეთ სწავლის დაწყება და წარმატებული, ნაყოფიერი სასწავლო წელი ვუსურვეთ.

იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი მათთვის კიდევ უფრო კომფორტული და მოტივირებული ყოფილიყო, გადავეცით ყველა ის აუცილებელი სასკოლო-საკანცელარიო ნივთი, რაც ყოველდღიური განათლების მიღების პროცესში დასჭირდებათ.

ჩემთვის და მთელი ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია:

  • თანაბარი შესაძლებლობები: თითოეულ მოზარდს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან განათლებასა და განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე.

  • ახალგაზრდული სოლიდარობა: ადგილობრივი თემის მხარდაჭერა და რეალური სოციალური ცვლილებების წახალისება.

  • მოხალისეობრივი კულტურის განვითარება: ახალგაზრდების ჩართულობა საქველმოქმედო და საზოგადოებრივ პროექტებში.

საინტერესო და საამაყო დეტალია ისიც, რომ ეს სასკოლო ნივთები საბჭოს წევრებმა საკუთარი ახალგაზრდული ინიციატივებისა და საქველმოქმედო აქტივობების ფარგლებში მობილიზებული ფინანსური რესურსებით შევიძინეთ.

მსგავსი ტიპის სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებსა და აქციებს მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.