პროექტის დეტალი

"ახალგაზრდული საჭიროებები"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 27, 2024 ჩართული მოხალისეები: 5 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 13 მარტს 2 საათის განმავლობაში, ქალაქ ჩხოროწყუში, როგორც ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათიროს თავმჯდომარე, ჩემი გუნდის ახალგაზრდებთან ერთად შევხვდი მუნიციპალიტეტის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულსა და რწმუნებულის პირველ მოადგილეს. შეხვედრის მიზანი ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, მათთან ვისაუბრეთ იმ კურსსზე რომელიც საჭიროა გატარდეს ახალგაზრდული მიმართულებით ჩვენს მუნიციპალიტეტში. ისინი გაეცნენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას საჭიროებების შესახებ და მივიღეთ მათგან წინადადება, რომ აღნიშნულ საჭიროებებს შეძლებოსდაგვარად დააკმაყოფილებდნენ.