პროექტის დეტალი

9 აპრილი-ტრაგედიისა და გამარჯვების დღე

გამოყვეყნების თარიღი: Apr 08, 2024

პროექტის აღწერა

ქ.ვალის N1 საჯარო სკოლაში ჩავატარე ღონისძიება სახელწოდებით "9 აპრილი-ტრაგედიისა და გამარჯვების დღე", სადაც წარმოდგენილი გვქონდა პრეზენტაციები, პოსტერები, მოსწავლეთა თვალით დანახული 9 აპრილის ნახატები, VI კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს 9 აპრილის პოეზია, დავარიგეთ საინფორმაციო ბროშურები, ვუყურეთ რამდენიმე საინფორმაციო ვიდეოს და x კლასის მოსწვალის მიერ წამორდგენილ ვიდეორგოლს სახელწოდებით "9 აპრილი-მადლობა თავისუფლებისთვის!". ამასთანავე, გვყავდა სამხედრო სამსახურიდან მოწვეული სტუმარი ბატონი გიორგი ფეიქრიშვილი, რომელმაც მოსწავლეებს გაუზიარა დეტალური ინფორმაცია 1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით, ასევე, გადმოგვცა 9 აპრილს დაღუპულთა სია და მათი წლოვანებები, რომელთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები, ქალები, მშვიდობიანი მოქალაქეეები, რომლებიც მოწამლეს, დაჭრეს და ნიჩბებით მიაყენეს მწვავე დაზიანებები. ბოლოს კი წუთიერი დუმილი მივაგეთ ამ დღეს დაღუპულ გმირებს. 


















პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა