პროექტის დეტალი

22 აპრილი დედამიწის დღეა!

გამოყვეყნების თარიღი: Apr 22, 2024

პროექტის აღწერა

22 აპრილს, დედამიწის დღეს, ვაიოს საჯარო სკოლაში მე და კიდევ ორმა მოხალისემ წარვადგინეთ პრეზენტაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით. პრეზენტაციის მიზანი იყო ახალგაზრდებსი ცნობიერების ამაღლება ამ დღესთან დაკავშირებით და მათთვის იმის შეხსენება, რომ ვალდებულნი ვართ ჩვენი "სახლისთვის"-დედამიწისთვის ვიბრძოლოთ, რომ შევინარჩუნოთ იგი იმ სახით მაინც, რა სახიტაც დღეს გვაქვს და ჩვენს მომავალ თაობებს "ჩავაბაროთ" საზრუნველად. დღის შეხსენება იყო, რომ ჩვენ ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ, რადგან ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს. პრეზენტაციამ საინტერესო რეჟიმში ჩაიარა და პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი. მოხალისეებმა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს შეძლებისდაგვარად გავეცით პასუხი.


პროექტის ავტორი
, აჭარა