პროექტის დეტალი

"1921 წელი - ბრძოლა თავისუფლებისთვის"

გამოყვეყნების თარიღი: Apr 26, 2023

პროექტის აღწერა

2023 წლის 27 თებერვალს, ჩავატარე პრეენტაცია 1921 წელთან დაკავშირებით. 

შეხვედრაზე  სხვა მოსწავლეებთან და მასწავლებელთან ერთად ვისაუბრე 1921 წლის 25 თებერვალზე, როდესაც თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

შეხვედრას სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და  მასწავლებლები  ესწრებოდნენ. გაიმართა საინტერესო დისკუსია აღნიშნულ თემაზე. აუდიტორიამ   დასვა საინტერესო კითხვები.


პროექტის ავტორი
, სამეგრელო ზემო სვანეთი

მე ვარ სოფო გაბლიანი, ვცხოვრობ მესტიის მუნიციპალიტეტ, სოფელ იდლიანში, ვარ ხაიშის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწვალე, გარდა ამისა ვარ არასამთავრობო ორგანიზაციების LAG-ის და სვანეთის ახალგაზრდული იდეის წევრი. განაგრძეთ კითხვა