პროექტის დეტალი

გამოყვეყნების თარიღი: Oct 22, 2020
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

„ჰელფინგ ჰენდთან“ თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მე და ნანუკა ჯაყელმა გადავწყვიტეთ, სოფელი კაზრეთის მოსახლეობა ცოტათი მაინც გაგვეხალისებინა, ამიტომ მოვაწყვეთ ზაფხულის კინოჩვენება. აღნიშნული აქტივობა 3 დღე გაგრძელდა და ხალხში დიდი დაინტერესებაც გამოიწვია. დამეთანხმებით, რომ რეგიონებში მცხოვრებლები არ არიან განებივრებული გასართობი ცენტრებითა თუ კინო-თეატრებით, ამიტომ გვინდოდა, რომ რამდენიმე დღე მაინც გაგვეფერადებინა მათთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი აქტივობის ჩატარებას კიდევ ვგეგმავთ და მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიებით არ შემოვიფარგლებით.


პროექტის ავტორი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0