პროექტის დეტალი

გამოყვეყნების თარიღი: Oct 21, 2020
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

მე ვარ ხატია ხიმშიაშვილი და პროექტებს შუახევის მუნიციპალიტეტ სოფელ ნიგაზეულში ვატარებ. კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში უამრავმა ბავშვმა ვერ შეძლო და ვერც ახლა ახერხებს საკმარისი განათლების მიღებას და შესაბამისად ძალიან ჩამორჩენილნი არიან სასწავლო პროგრამას. მე გადავწყვიტე, გაკვეთილები ჩამეტარებინა ბავშვებისთვის ინგლისურში, ქართულში და მათემატიკაში. ამ პროექტს პირველი სექტემბრიდან დღემდე ვატარებ. ასევე შევამჩნიე, რომ ბევრ მასწავლებელს უჭირს ონლაინ გაკვეთილების ჩატარება და ასეთ რეჟიმში სწავლება, ამიტომ 3 გაკვეთილი ჩავუტარე მასწავლებლებს და ვასწავლე Microsoft Teams-ის გამოყენება, რათა მათი ჩატარებული გაკვეთილები უფრო პროდუქტიული იყოს და ბავშვებმა უფრო მეტი რამ ისწავლონ.


პროექტის ავტორი
აჭარა
სულ მოხალისეობრივი საათები: 0