პროექტის აღწერაჩემი მოხალისეობრივი საათების პერიოდში განვახორციელე რამდენიმე პროექტი. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტაში, მოვისმინე და ჩავიწერე სოფლის ხანდაზმულების ზეპირი ისტორიები, ერთგვარი დღიურები, სადაც რესპონდენტებმა პანდემიის პერიოდში განცდილი მათი ემოციები და გამოცდილება გამიზიარეს.
უახლოეს მომავალში, სოფლის მასშტაბით, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით,სპორტული შეჯიბრებების და საგანმანათლებლო შეხვედრების მოწყობას ვგეგმავ ღია ცის ქვეშ.