პროექტის აღწერამე ვარ მარიამი, ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა დავუთმე სხვადასხვა ოჯახში საკვების, ტკბილეულის დარიგებასა და შესაბამისად მატ გახარებას. აქტივობა 1: დავეხმარე ოჯახებს საახალწლოდ ტკბილეული ვიყიდეთ ახალგაზრდებმა და ჩვენს საყვარელ სოფლის ბებიებს და ბაბუებს დავურიგეთე. აქტივობა 2: ერთ-ერთ ოჯახს ნაძვისხეც კი მივუტანეთ.
აქტივობა 3: დაბალ კლასებში ვაგრძელებ წიგნების კითხვას და ასევე აქტიურად ვართ ჩართულნი ჩემს მიერ შექმნილ მკითხველთა ლიგაში. ვიკრიბებით კვირაში ორჯერ და ვაცნობთ ერთმანეთის ნაწერს. მინდოდა ხალხის სახეზე ღიმილი დამენახა და ასეთ რამეს უკვე მეორედ ვაკეთებ და საკმაოდ კარგი შედეგი აქვს.
აქტივობა 4: დავბეჭდე საყვარელი და ძალის მომცემი ფრაზები ფურცელზე და ხალხში დავარიგე.
აქტივობა 5: დავეხმარე ჩემს სოფელში რამდენიმე ოჯახს, აქტიურად ჩართე ბავშვები დებატებში და ვაცნობ დებატების სხვადასხვა ფორმას და ვმსაჯობ მათ ონლაინ.
აქტივობა 6: ჩემი სოფლის გარდა ასევე ვატარებ და ვაორგანიზებ ტრენინგებს სხვადასხვა სახით. აქტივობის მიზანი იყო გარემოს დასუფთავება, გაჯანსაღება. ჩვერთვე სხვადასხვა აქტივობებში შევქმენი ნაკეთობები ერთჯერადი ნივთებისაგან და ასევე მოვუარე გარემოს, მოვრწყე, დავასუფთავე აქტივობა 7: ასევე პროფორიენტაციის და გაცვლითი პროგრამების ტრენინგებს ვაორგანიზებდი, აქტიურად დავიწყე ისევ ბავშვების მეცადინეობა, უფრო მეტი ბავშვი მოგვემატა რომელთაც სკოლის შემდგომ ვამეცადინებ.
აქტივობა 8: ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას ვუტმობ მოხუცების დახმარებას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა სახლიდან გასვლის. მათი მოთხპვნილებების დასაკმაყოფილებლად გადავადგილდები სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე დავეხმარე ერთ ერთ მარტოხელა ბებოს რომელსაც სახლში წყალი არ აქვს და დიდი მანძილიდან უწევს წყლის მოტანა.
აქტივობა 9: ვაგროვებდი ფულს გიორგი ბერიძისთვის.