პროექტის აღწერაპროექტის მიზანია, ხაშურში პუშკინის ქუჩაზე არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მცხოვრებლებს, რომლებიც არიან ის ბავშვები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ რჩებიან ოჯახებში, გავუწიო დახმარება კერძოდ საკანცელარიო ნივთებით, მხატვრული ლიტერატურით და გარკვეული სამაგიდო თამაშებით, მოგეხსენებათ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო ბავშვებს განათლების მიღება სახლიდან უწევთ და სწორედ ამიტომ ვფიქრობ საჭიროა მათ შევუქმნათ უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გარემო სახლში, პროექტი გრძელვაიდიანია, სახლის ლიდერთან ერთად დავგეგმეთ ბავშვებთან შეხვედრების წარმოება, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას, აღნიშნული შეხვედრების მიზანი იქნება მათი ყოველდღიურობის გაზიარება და სასკოლო დავალებების შესრულებაში დახმარება, პერიოდულად ვესტუმრები და მათი სურვილიდან გამომდინარე შესაძლოა თან მახლდეს რამდენიმე სხვა მოხალისეც ამ აქტივობების განსახორციელებლად კი დიდ დახმარებას გაგვიწევს ზემოთ ხსენებული ნითები.