პროექტის დეტალი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 02, 2020

პროექტის აღწერა

მე თამარ პაპიაშვილი ვარ და მოხალისეობრივ საქმიანობას აგვისტოს მეორე ნახევარში ვახორციელებდი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში. COVID-19 ვირუსმა მთელი მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დააყენა. ჩვენი ქვეყანაც აქტიურად ჩაება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღემდე აქტიურად მოგვიწოდებენ უსაფრთხოების ნორმების დაცვისაკენ. სწორედ ამიტომ მეც გადავწყვიტე, რომ წამომეწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც თანასოფლელებს გავაცნობდი ვირუსთან საბრძოლველ ხერხებს J.  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა უმნიშვნელოვანესია პანდემიური სიტუაციის დასტაბილურებისთვის, ამიტომ განსაკუთრებით გამახარა იმან, რომ დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩემმა შეხვედრებმა სოფლის მოსახლეობასთან. მათ დაწვრილებით მოვუყევი, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლებში ინფორმაციის მიღების იმდენი საშუალება არაა, რამდენიც თუნდაც დედაქალაქში, ამიტომ ვეცადე მცირე წვლილი მაინც შემეტანა ჩემი გარემოცვის სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაში.