მოხალისეები

  • ხატია ხიმშიაშვილი_552.jpg

    ხატია ხიმშიაშვილი, 17 წლის, მოხალისე

    ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში, ტერიტორიულად შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგაზეულიდან ვახორციელებ.

    ამჟამად, სხვა მოხალისეებთან ერთად, ჩართული ვარ სხვადასხვა აქტივობაში. მათ შორისაა: სასკოლო საგნებში ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარება, ხანდაზმულების მონახულება და მათთან დროის გატარება, ონლაინ-ტრენინგები ტოლერანტობისა და თანასწორობის საკითხებზე, ასევე ვმოხალისეობ პროექტში ,,კოვიდი თანასწორობისთვის”, რომელიც შშმ პირთა უფლებებისა და საჭიროებების თემაზე ინფორმაციის გავრცელებას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

    ღონისძიებებს ვახორციელებ ჩემი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც, მაგალითად, ჩავატარე შემეცნებითი ლაშქრობა კავიანის ციხეზე, ასევე, მოხალისეობრივად გავუწიე გიდობა უცხოელ ტურისტებს და დავათვალიერებინე ნიგაზეულის ისტორიული ციხე და სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმი, მოვაწყე დასუფთავების აქცია, მოვინახულე  100 წელს გადაცილებული ბებო და ბაბუ და ა.შ.

    მომავალშიც ვგეგმავ სხვადასხვა ღონისძიებას: მოხუცებისთვის პირველადი აუცილებლობის წამლების შეძენას, შემეცნებითი და გასართობი კინოჩვენების მოწყობას, უსახლკარო ცხოველების დაპურებას და გარემოს დასუფთავებაზე მიმართულ აქციებს ადგილობრივ თემში.