მოხალისეები

  • ვერიკო სარიშვილი_427.jpg

    ვერიკო სარიშვილი, პროექტის მონაწილე, ნაგომარის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ამ პროექტის მიმართ თავიდანვე განსაკუთრებული ინტერესი მქონდა, რადგან იმუნიზაცია და ვაქცინაცია აქტუალური საკითხებია და მინდოდა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მქონოდა ამ ყველაფერზე.

    იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი საინტერესო ღონისძიების მონაწილე გავხდებოდი, შესაბამისად, სიხარულით ჩავერთე ამ პროექტში, დავესწარი ტრენინგებს წყალტუბოში, სადაც ჩემს თანატოლებთან ერთად  შევხვდი პროფესიონალ სპიკერებს და ბევრი რამ გავიგე მათგან ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ.