მოხალისეები

  • valeri-narakaevi.jpg

    ვალერი ნარიკაევი, გორი, 17 წლის

    "წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო" ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ეს ნიშნავს უფრო მეტი შემართებით, მეტი დრო დავუთმო მოხალისეობასა და მხარდაჭერა აღმოვუჩინო  თანატოლებს, რათა გაიაზიარონ დიდი სიხარული და წარმატება, რაც ჯიდლოსა და აღიარებას მოაქვს.   

    Ჩემთვის მოხალისეობა უპირველესად, უანგაროდ სიკეთის კეთება, ადამიანების მხარდაჭერა და ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწეული საქმეა. ეს კონკურსი საუკეთესო გზაა და ხელს უწყობს მოხალისეობა,  ჩემმა თანატოლებმა სკოლიდანვე დაიწყონ" - ვალერი ნარიკაევი, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯიდლოს გამარჯვებული, ნომინაციაში "გარემოსდაცვითი მოხალისეობა და ეკოლოგია".  

    ვალერი სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის, ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლეა. ის გორის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი და საინტერესო მოხალისეობრივი საქმიანობით გამოირჩევა. 

    Მის მოხალისეობრივ საქმიანობას უკავშირდება თანხების მოძიება სკოლებში მზის პანელის მონტაჟისთვის, პლასტმასის ნარჩენების მართვის საკითხებზე ათობით საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ა.შ

    ის, გახლავთ ეკო-კლუბის ერთ-ერთი აქტიური მოხალისე, სადაც გარემოსდაცვით საკითხებსა და ეკოლოგიის მიმართულებით თანატოლებთან ერთად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამზადებდა რეპორტაჟებს, ორგანიზებას უწევდა გამწვანების აქციებს. 

    ვალერი მოხალისეობდა სამოქალაქო ორგანიზაცია "ბილიკში", სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოზარდებს დახმარებას უწევდა, მათ მიერ შეკერილი აქსესუარების რეალიზებაში.   

    ვალერი ასევე გახლდათ სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარე და  თანატოლებთან ერთად არაერთი გამორჩეული სასკოლო პროექტის ავტორი და გამარჯვებულია.