მოხალისეები

  • tengiz-xuxunaishvili.jpg

    თენგიზ ხუხუნაშვილი, ლანჩხუთი, 25 წლის

    „წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს“ სტატუსი მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობის ხაზგასმა და აღიარებაა. ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან, რადგან ამ ჯილდოს მოპოვების შემდეგ უფრო გამიჩნდა მოტივაცია გავაკეთო ბევრი მოხალისეობრივი პროექტი მუნიციპალიტეტში.

    ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, როცა მოხალისეობრივად ისეთ პროექტებზე ვმუშაობ, რაც სხვას ეხმარება საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს.  მოხალისეობა - ჩემთვის არის სასიკეთო საქმის კეთება, უთქმელი დახმარება და პატივისცემა, განსაკუთრებულად იმ ადამინებისადმი, ვისაც ეს მეტად სჭირდება.

    ახალგაზრდებს ვურჩევდი, მონაწილეობა მიიღონ წლის მოხალისის ჯილდოს კონკურსში. ამ ნაბიჯით, აძლევ მოტივაციას ყველას, ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში და თავად გახდნენ მოხალისეობრივი პროექტების ავტორები, თავად გახდნენ ბევრი კარგი საქმის შემოქმედნი... კონკურსში ნომირება და ეს თავად ამ პროცესში ჩართულობა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,  ეს არის ახალგაზრდებისთვის მათი ქმედებების გააზრების, საკუთარი გზის შეფასებისა და სხვებისთვის მაგალითის მიცემა, ამიტომაც ნომინირებაც  უკვე დიდი გამარჯვებაა“- თენგიზ ხუხუნაიშვილი, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნომინაცია: „ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტი“.

    25 წლის თენგიზ ხუხუნაშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს,  ის დიდ დროს უთმობს მოხალისეობას და ამ გზით ცდილობს ადგილობრივების მდგომარეობის გაუმჯობესებაში თავისი წვლილის შეტანას. თენგიზი მუდმივად ხვდება სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, აწყობს  ფილმის ჩვენებებსა თუ საგანმანათლებლო შეხვედრებს. აღსანიშნავია, ისიც რომ ის სრულიად უანგაროდ ასწავლის სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჭადრაკს.  

    თენგიზი ყოველწლიურად, მართავს საქველმოქმედო ღონისძიებებს და შემოსული თანხით ეხმარება სოციალურად დაუცველ ბავშვებს, გადასცემს თანამედროვე ლიტერატურას.

    თენგიზის ინიციატივითა და ძალისხმევით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორჯერ ჩატარდა საერთაშიროსო საჭადრაკო ტურნირი, რომელმაც 300-მდე მოჭადრაკეს უმასპინძლა, როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე სხვა  ქვეყნებიდან. 

     

    #2024წლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯილდო

    #ახალგაზრდობისსააგენტო

    #ჰელფინგჰენდ

    #ახალგაზრდულიმოხალისეობასაქართველოში