მოხალისეები

  • tekla-tvaliashvili.JPG

    თეკლა თვალიშვილი

    2023 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო ნომინაციაში “გარემოსდაცვითი საქმიანობის მხარდაჭერა” 15 წლის თეკლა თვალიაშვილს გადაეცა.

    თეკლა რუსთავში მოხალისეობრივი საქმიანობით გამოირჩევა, ის რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე და არასამთავრობო ორგანიზაცია სიქას ერთ-ერთი აქტიური მოხალისეა. ამავდროულად, ეკო აქტივიზმის მოძრაობისა და მწვანე რაზმების რუსთავის ჯგუფის მოხალისე ლიდერია, რომელმაც თანატოლები გარემოსდაცვითი საქმიანობის მიზნით გააერთიანა, მათთან ერთად ინტენსიურად გარემოს დასუფთავების აქციებსა და საინფორმაციო კამპანიებს მართავდა, ხოლო ნარჩენების სეპარაციის მიზნით როგორც თანატოლთა ეკო განმანათლებელი საინფორმაციო შეხვედრებს მართავდა მოზარდებთან. ის ასევე აქტიურად მოხალისეობდა მოძრაობა “გავიგუდეს”, ეკო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

     

    თეკლა ბოლო ერთი წლის მანძილზე მოხალისეობრივად ატარებდა ტრენინგებს ლიდერობის საკითხებზე, ხოლო ზაფხულში მან თავად დააორგანიზა საგანმანათლებლო ბანაკი 9-12 წლის, 40 რუსთაველი მოზარდისათვის. სასკოლო სივრცეში აქტიური მოხალისეობისა და ჩართულობისათვის ის სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს, სადაც მანდ შექმნა დარგობრივი კომიტეტები, გააუმჯობესა სკოლის სოციალური მედიის მიმართულება და დღემდე ხელმძღვანელობს 18 თვითმმართველით დაკომპლექტებულ ჯგუფს.

     

    თეკლა აქტიურად თანამშრომლობს სიქაში მომუშავე უცხოელ მოხალისეებთან, მათთან ერთად გეგმავს აქტივობებს რუსთაველი ახალგაზრდებისათვის, თავისი წვლილი შეაქვს თანატოლებსა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისათვის ევროპული ღირებულებების გავრცელებაში.

     

    “პატარაობიდან ეკო-აქტივისტი ვარ. ოჯახში ყოველთვის ვაწყობდით ეკო-აქციებს, შემდეგ ვახარისხებდით ნარჩენებს. რაც დრო გადიოდა ჩემს ახალ ნაცნობებს მუდმივად მოვუწოდებდი გარემოს დაცვისკენ.

     

    მოულოდნელი იყო გამარჯვება მაშინ, როდესაც გამარჯვებისთვის არ ვიბრძოდი. თუმცა როდესაც კანდიდატად დავსახელდი ჩემი თავის მჯეროდა რომ მოპოვებული ჯილდო იქნებოდა ფასი ჩემი შრომის. მართლაც ასეა, რისთვისაც ჯილდო გადმომცეს ყველაზე ფასეულია.

     

    “წლის საუკეთესო მოხალისის” სტატუსი ჩემთვის დიდი წარმატებაა. სამომავლოდ ჩემი ინიციატივების განხორციელებას ვგეგმავ. როგორც გარემოსდაცვით ისე სხვა მიმართულებებით, როგორებიცაა: მომავალი თაობის ჩართვა არაფორმალურ განათლებაში, ქალთა უფლებები და ა.შ. მინდა ჩემი მოხალისეობა იყოს ინსპირაცია საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით 11 წლის გოგონების, რომლებიც ლიდერობაზე ოცნებობენ” - თეკლა თვალიაშვილი.