მოხალისეები

  • თეკლა კალანდაძე_13.jpg

    თეკლა კალანდაძე, პროექტის მონაწილე, ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

    სხვადასხვა ვირუსისა და გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგოდ, ვაქცინა ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომელიც გვიცავს ადამიანებს.

    2020 წლის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციის მოხალისე ვარ,  ხოლო 2022 წლიდან გავხდი თანასწორ განმანათლებელი და ჩავერთე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტებში.

    ამ პროექტის ფარგლებში საჭირო და სანდო ინფორმაცია მივიღე, რასაც მომავალში სხვებსაც ვუზიარებ და გავუზიარებ, ვგეგმავ, ამ მიზნით უახლოეს მომავალში ჩავატარო საგანმანათლებლო შეხვედრები  ჩემს მუნიციპალიტეტში.