16 წლის, წლის საუკეთესო მოხალისის გამარჯვებული, მოხალისეობის განვითარება
ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა ძირითადად საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება. ვფიქრობ, რომ აი, ეს აკლია დღევანდელ ახალგაზრდობას. მე ვაანალიზებ იმას, რომ თუ შენ გაქვს განათლება - შენ გაქვს კულტურა, თუ შენ გაქვს განათლება - შენ ხარ აქტიური მოქალაქე.
შემოვიკრიბე მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ სხვადასხვა ქალაქსა, თუ სოფელში. მაქვს ჩემი რადიო გადაცემა, რომელიც ათობით ახალგაზრდას აერთიანებს: ზოგი მომავალი ჟურნალისტია, ზოგიც პიარ მენეჯერი და ა. შ. აღნიშნულ აქტივობებში 50-ზე მეტი მოხალისეა ჩართული, ხოლო ჩვენს პროექტებში 100-ზე მეტი 13-დან 28-წლამდე ახალგაზრდა მონაწილეობს.
მოხალისეობამ და ,,ჰელფინგ ჰენდთან’’ თანამშრომლობამ მომცა ყველაზე ძვირფასი რამ: ამ ყველაფერმა მასწავლა, რას ნიშნავს აკეთო საქმე უანგაროდ, რას ნიშნავს დაეხმარო ახალგაზრდას, ასაკოვანს, განახორციელო სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტები. მასწავლა: რას ნიშნავს „ძალა ერთობაშია“, პასუხისმგებლობის აღება, იმედების გამართლება და ბრძოლა, ბრძოლა მიზნებისკენ!
არ ვიცი მომავალში რა იქნება: ზოგადად არ მიყვარს ჩემს სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი, რადგან დღეს განსაკუთრებულად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს ხვალ, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ: მე ვიბრძოლებ ახალგაზრდებისთვის და მე ვიქნები მოხალისე!