მოხალისეები

  • თამარ კოპალიანი_608.jpg

    თამარ კოპალიანი, პროექტის მონაწილე, ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ამ პროექტში მონაწილეობის მიზანი და მთავარი მოტივაცია გამომდინარეობდა მისი თემატიკიდან: დღეს იმუნიზაცია და ვაქცინაცია საჭირო და აქტუალური საკითხებია, რის შესახებაც ცოდნა, სწორი ინფორმაციის მიღება - აუცილებელია.

    მიხარია, რომ წყალტუბოს ბანაკში გამოცდილი ექსპერტებისგან ბევრი საინტერესო ფაქტი გავიგე აღნიშნულ საკითხებზე და ახლა მეც ვატარებ საინფორმაციო შეხვედრებს ჩვენი კლუბის წევრებთან. ვაწყობ სხვა აქტივობებსაც.

    ,,ჰელფინ ჰენდის’’ საშუალებით გავხდი თანასწორ-განმანათლებელი და ცაგერში ჩამოვაყალიბეთ ჰიგიენის კლუბი, სადაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თანატოლებს ვუზიარებ.

    მოხალისეობის გამოცდილების გარდა, ამ პროექტიდან დამრჩება საოცარი მოგონებები ჩემს ახლა მეგობრებთან ერთად. მომავალშიც შევეცდები ჩემი მცირე წვლილი შევიტანო თემის ინფორმირებაში და სწორი ინფორმაციის გავრცელებაში.