მოხალისეები

  • თაკო დუნდუა_886.jpg

    თაკო დუნდუა, პროექტის მონაწილე, სამტრედიის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში პირველად არ ვერთვები. 2020 წელს პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ ამ ორგანიზაციამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყო მოზარდებისთვის და თანამშრომლობის პირველი გამოცდილებაც მაშინ მივიღე.

    აღნიშნული პროექტის შემდეგ განსაკუთრებით დავინტერესდი ვირუსის პრევენციის, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებით და როგორც კი ახალი პროექტის შესახებ გავიგე, მეგობრებთან ერთად შევავსე განაცხადი და მონაწილეთა შორისაც აღმოვჩნდი.

    გავიარე ძალიან საინტერესო ტრენინგები წყალტუბოს ბანაკში, შევხვდი პროფესიონალებს, რომლებიც ვაქცინაცია/იმუნიზაციის საკითხებზე მუშაობდნენ და სახლში დაბრუნების შემდეგ სხვა მოხალისეებთან ერთად დავგეგმე ყოველკვირეული საგანმანათლებლო შეხვედრები სხვა მოზარდებისთვის მიღებული ცოდნის გაზიარების მიზნით.