მოხალისეები

  • შოთიკო წიქარიშვილი_94.jpg

    შოთი წიქარიშვილი, პროექტის მონაწილე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე

    მე და ჩემ მეგობრებს ძალიან გვინდოდა, რომ ზაფხულის დრო სასარგებლოდ გამოგვეყენებინა. ამის შესაძლებლობა მოგვეცა პროექტით: "საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისათვის’’, რომელიც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ორგანიზაციის: ,,ჰელფინგ ჰენდის’’ და  მათი პარტნიორის - ,,ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ასოციაციის’’ მიერ ხორციელდება.  მე და ჩემმა მეგობარმა გვანცა წიქარიშვილმა ერთად შევავსეთ საკონკურსო განაცხადები და ძალიან გაგვიმართლა, რომ ორივე პროექტის მონაწილეები გავხდით.

    პროექტის ფარგლებში ჩავერთეთ წყალტუბოს ბანაკში, გავიარეთ საინტერესო ტრენინგები ვაქცინაციის, მოხალისეობის, სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე. შემდეგ კი შევთანხმდით, რომ მიღებულ ცოდნას ყველა ჩვენს ქალაქსა თუ სოფელში, ჩვენივე თემში გავაზიარებდით.

    ასეც მოხდა, მე და გვანცამ ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში უკვე ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან და იმუნიზაციის თემით დაინტერესებულ მოზარდებთან. ასეთ შეხვედრებს უახლოეს მომავალში სკოლაშიც დავგეგმავთ.