მოხალისეები

  • საბა ტალახაძე_444.jpg

    საბა ტალახაძე, პროექტის მონაწილე, ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ,,ჰელფინგ ჰენდი’’ მოზარდ მოხალისეებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვაძლევს. ის პროექტები, რომელსაც ეს ორგანიზაცია ახორციელებს, თითოეული მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    მეც იმ მოხალისეთა შორის ვარ, რომელიც ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტებში აქტიურად ერთვება და მიხარია, რომ დღეს უკვე თავად შემიძლია ტრენერობა, სხვებისთვის ცოდნის გაზიარება, მოხალისეთა კლუბის ლიდერობა.

    ეს პროექტიც ისეა დაგეგმილი, რომ მაქსიმალურად გამოვიმუშავოთ საჭირო უნარები, ჩემთვის მოხალისეობა არის რამდენიმე პროფესიის ერთმანეთში გაერთიანება, თან შენი საქმიანობით მარტო თავად კი არ ვითარდები, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმესაც აკეთებ.

    პროექტის ფარგლებში, მეგობრებთან ერთად, უკვე დავაორგანიზე საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდა. ასევე გვქონდა ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრები ჩვენი კლუბის 50-ზე მეტ წევრთან. მომავალშიც არაერთი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი იმუნიზაციისა და ვაქცინაციის საკითხებზე.