მოხალისეები

  • keti-gewadze.jpg

    ქეთი გეწაძე

    2023 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო ნომინაციაში “მოხალისეობა სოციალური ინკლუზიისათვის” ქეთი გეწაძეს გადაეცა.

    16 წლის ქეთი გეწაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ის სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. მოხალისეობა 14 წლისამ დაიწყო, ხოლო მისი საქმიანობა მეტწილად უკავშირდება საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას, რათა უკიდურესს სიღარიბეში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს დახმარებოდა, ქეთიმ მოხალისეობის მნიშვნელობისა და ახალგაზრდული მოხალისეობის პლატფორმის შესახებ (www.youthvolunteering.ge) საგანმანათლებლო შეხვედრები ზესტაფონის 9 საჯარო სკოლაში გამართა და ასობით მოზარდის ინფორმირება მოახდინა.

    ქეთის მოხალისეობრივი საქმიანობა ასევე გამორჩეულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობით, ის ასევე აქტიურად ერთვებოდა ერთი წლის მანძილზე გარემოსდაცვითი ღონისძიებების ორგანიზებაში, ასევე სკოლაში მის სახელს უკავშირდება ლიტერატურული კლუბის ჩამოყალიბება და მოზარდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

    “სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ გრძნობებს რაც მე განვიცადე, როდესაც ჩემი სახელი და გვარი გავიგონე… საოცარი შეგრძნება ყოფილა, მთელი წლის განმავლობაში შრომობ და ეს გიფასდება. ასევე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ყველა მოხალისეს, “ჰელფინგ ჰენდს”, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ჩემს სკოლას, მათი მხარდაჭერა და თანადგომამ განაპირობა ჩემი წარმატებული მოხალისეობრივი საქმიანობა.

    საუკეთესო მოხალისის ჯილდო ჩემთვის არის უდიდესი მოტივაცია და პასუხისმგებლობა კვლავ გავაგრძელო საქმიანობა და მცირედი წვლილი შევიტანო იმ ადამიანების მხარდასაჭერად ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ” - ქეთი გეწაძე.