მოხალისეები

  • ნუცა ქასრაშვილი_64.jpg

    ნუცა ქასრაშვილი, პროექტის მონაწილე, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

    ის პროექტები, რომელსაც ,,ჰელფინგ ჰენდი’’ და AIVA ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს ეხება. ვაქცინაცია და იმუნიზაცია, განსაკუთრებით პოსტ პანდემიურ ვითარებაში, ის საკითხებია, რომელზეც ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.

    ეს ჩემი აზრია და ეს იყო ჩემი მოტივაციაც, როდესაც პროექტის მონაწილედ დავრეგისტრირდი, მიხარია, რომ შემარჩიეს და ძალიან საინტერესო ტრენინგებშიც ჩავერთე. ახლა უკვე მე ვატარებ საგანმანათლებლო შეხვედრებს. გარდა ამისა, ჩვენი კლუბის წევრებმა დავგეგმეთ სახალისო ვიქტორინები, გარემოსდაცვითი აქტივობები და ა.შ. უახლოეს მომავალში საგანმანათლებლო პროექტების გარდა, რომელსაც სისტემატიურ სახეს მივცემთ, გვინდა, რომ მიუსაფარი ცხოველების დასაცავადაც ჩავატაროთ აქციები.

    ჩემი სურვილია, რომ მოხალისეობა მომავალშიც გავაგრძელო, ეს არის საქმე, რომელიც მაბედნიერებს.