მოხალისეები

  • ნინო გიორგაძე_576_89.jpg

    ნინიკო გიორგაძე, 12 წლის, მოხალისე

    მე ვცხოვრობ და ვსწავლობ ასპინძაში, ვარ მეშვიდე კლასის მოსწავლე. აქამდე არასდროს არ ვყოფილვარ მოხალისე, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა: რას გულისხმობდა მოხალისეობა, რა ღონისძიებები და აქტივობები უნდა დამეგეგმა იმისთვის, რომ მეც მოხალისე გავმხდარიყავი.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში ჩართვის დღიდან ვცდილობ, სხვებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმე გავაკეთო. ვგეგმავ რომ COVID-19 ვირუსთან დაკავშირებით  მოვიძიო ინფორმაცია და გავაცნო ჩემს თანატოლებს, ჩემივე სკოლელებსა და კლასელებს. ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები და რა როლი აქვს თითოეულ ჩვენგანს ვირუსის შეჩერების პროცესში.

    ასევე მინდა, რომ მოხალისეობისა და ,,ჰელფინგ ჰენდის’’ შესახებ ინფორმაცია გავავრცელო ჩვენს ქალაქში, უფრო მეტ ახალგაზრდას და მოზარდს გავაცნო ამ ორგანიზაციის საქმიანობა, რათა მომავალში თავადაც ჩაერთონ საინტერესო პროექტებში.