მოხალისეები

  • მირზა ბოლქავძე_335.jpg

    მირზა ბოლქვაძე, პროექტის მონაწილე, ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

    ვცდილობ, რომ სხვადასხვა მოხალისეობრივ ღონისძიებაში აქტიურად ვიყო ჩართული. ეს ჩემთვის განსაკუთრებული პროექტია, რადგან ვიღებ მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას, ამასთან ერთად კი, თავადაც მაქვს საშუალება, რომ სხვებს გავუზიარო მიღებული ინფორმაცია.

    უკვე რამდენიმე კვირაა ვატარებ საგანმანათლებლო ტრენინგებს იმ თემების შესაბამისად, რომლებიც, ამ პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ წყალტუბოს ახალგაზრდულ ბანაკში. მაგალითად, ერთ-ერთი შეხვედრა ჩატარდა გრიპის ვაქცინაზე, მომავალი შეხვედრები მომზადდება სხვადასხვა დაავადების შესახებ, რომლებზე ინფორმაციასაც თითოეული მოზარდი უნდა ფლობდეს.

    მოხალისეობა არის საქმიანობა, რომელიც მაბედნიერებს, მინდა, რომ მომავალშიც აქტიურად ჩავერთო ასეთ ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროექტებში.