მოხალისეები

  • მერი კოხოძე_115.jpg

    მერი კოხოძე, პროექტის მონაწილე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

    ამ პროექტის შესახებ ბაღდათის ახალგაზრდულ საბჭოში შევიტყვე და როგორც ჯანდაცვის კლუბის ლიდერმა, გადავწყვიტე, რომ მონაწილეობა მიმეღო, რათა უფრო მეტი  რამ გამეგო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე. ჩემი აზრი ჯანდაცვის კლუბის წევრებსაც გავუზიარე, ისინიც მხარს მიჭერდნენ და სტიმულს მაძლევდნენ. მიხარია, რომ პროექტის ორგანიზატორებმა შემარჩიეს და საბოლოოდ პროექტის მონაწილე გავხდი.

    ახალი ემოციებით და შემართებით გავიარე ტრენინგები წყალტუბოში - ჰიგიენასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გავხდი თანასწორ-განმანათლებელი და ბაღდათში ჩამოვაყალიბეთ კლუბი, სადაც მიღებულ ცოდნას თანატოლებს ვუზიარებ.

    ამჟამად ჩვენი კლუბის წევრთა რაოდენობა 30-ს აღემატება, თუმცა, სწავლის დაწყების შემდეგ, საინფორმაციო შეხვედრებს კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი თანატოლი შემოგვიერთდება.