მოხალისეები

  • მარიამ თომაძე 1_753.jpg

    მარიამ თომაძე, პროექტის მონაწილე, აბროლაურის N1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ვაქცინაცია აქტუალური საკითხია ჩემთვის. პანდემიის პერიოდმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა სხვადასხვა თაობის მოქალაქე. ამიტომ, ეს თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და როცა პროექტის საკონკურსო განაცხადი ვნახე, ინტერესით შევავსე და გადავგზავნე. მიხარია, რომ შერჩეულ მონაწილეთა შორის მეც აღმოჩნდი.

    პროექტში ჩართულმა მოზარდებმა, რომლებიც ორგანიზატორებმა სხვადასხვა რეგიონიდან შეგვარჩიეს, ჯერ საინფორმაციო ტრენინგები გავიარეთ. ეს იყო დაუვიწყარი დღეები ჩემთვის: ერთი მხრივ, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების, მეორე მხრივ კი - უამრავი ახალი მეგობრის გამო, რომლებთან ურთიერთობასაც დღემდე ვაგრძელებ.

    პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნას უკვე ვუზიარებ ჩემს თანატოლებს ამბროლაურში, თუმცა ამ ყველაფერს უფრო ორგანიზებულ სახესაც მივცემთ და ოფიციალურ საინფორმაციო შეხვედრებსაც მალე დავგეგმავ.